XVII საუკუნის სახლი, რომელიც დედოფალ ელისაბედ მეორის დას, პრინცესა მარგარეტს ეკუთვნოდა, 1.7 მილიონ დოლარად იყიდება. სახლი სამხრეთ უელსში, გუინეტის საგრაფოში მდებარეობს.
დედოფლის უმცროს დას სკანდალური ქმედების გამო "მეამბოხე პრინცესას" უწოდებდნენ. მარგარეტს სურდა განქორწინებულ კაცთან დაქორწინების გამო ტახტზე ეთქვა უარი. 80-იანი წლებიდან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები დაეწყო და 2002 წელს ინსულტით გარდაიცვალა.
მდიდრულ საცხოვრებელში ტრადიციულ ინგლისურ სტილში გაფორმებული 10 საძინებელია. ინტერიერს ძვირადღირებული ავეჯი და საოჯახო პორტრეტები ამშვენებს. სახლის მომავალ მფლობელს ასევე დარჩება სასტუმრო სახლი, რომელიც ეზოს ტერიტორიაზე მდებარეობს.