კაილი ჯენერი გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გახდა, რომელმაც კოსმეტიკურ სფეროში საკუთარი ინდუსტრია შექმნა და ყველაზე მეტი შემოსავლის მქონე ქალბატონების სიაშიც დამსახურებულად დაიკავა პირველი ადგილი. 21 წლის გოგონა, რომლის ქონება თითქმის მილიარდს შეადგენს, რა თქმა უნდა, უარს არ ამბობს და თავს ყველანაირი ფუფუნების საშუალებას აძლევს.
ამჯერად საზოგადოება მისი საცხოვრებლით დაინტერესდა, რომლის მდიდრული ინტერიერტიც Architectural Digest-ის გამოცემის წყალობით უფრო თვალსაჩინო გახდა. კაილი ამ გამოცემის მომდევნო ნომრის გარეკანსაც ამშვენებს.
ხოლო ფოტოსესია მის სახლში გაიმართა და გოგონას სილამაზესთან ერთად, რა თქმა უნდა, საზოგადოება მისი სახლით აღფრთოვანებასაც ვერ მალავს, რისი მიზეზიც ამ ფოტოების ნახვისას ნამდვილად გასაგები ხდება.
რაც შეეხება სახლის დანარჩენ ნაწილს, მდიდრული საცხოვრებლის გარკვეული დეტალების ნახვა თავად ბიზნესმენის მიერ გამოქვეყნებული კადრებითაცაა შესაძლებელი.