მომღერალმა ჯონ ლეჯენდმა, ცოლთან, კრის ტეიგენთან ერთად მანჰეტენზე 9 მილიონი $-ის ღირებულების სახლი იყიდა. წყვილის განკარგულებაშია 3 საძინებელი, სასტუმრო ოთახი, მარმარილოთი გაწყობილი სამზარეულო და კერძო ვერანდა სახურავზე, რომელიც 200 კვ.მ-ს იკავებს. განა ეს ოცნების სახლი არაა?
ინტერიერი თანამედროვე ამერიკული სტილის საუკეთესო ტრადიციებს იმეორებს: მაღალი ჭერი და მთელს კედელზე პანორამული ფანჯრები სახლს სინათლით ავსებს და გარემოს ვიზუალურად აფართოებს.
წყვილი 2 წლის ქალიშვილთან, ლუნასთან და 7 თვის ვაჟიშვილთან, მაილსთან ერთად ცხოვრობს.