მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ 2018 წლის ბოლოს გადაწყვიტეს კენსინგტონის სასახლიდან შორს, ე.წ.Frogmore-ის კოტეჯში გადავიდნენ საცხოვრებლად. ისინი ამჟამად პირველი შვილის მოლოდინში არიან და როგორც ინსაიდერებისგან ირკვევა, ახალ სახლში გადასვლას მას შემდეგ გეგმავენ, რაც ჰერცოგინია იმშობიარებს.
მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ოჯახი რატომღაც არ გვანებივრებს ამ საცხოვრებლის ფოტოებით, მისი ულამაზეს ექსტერიერის ნახვა, ბოლო დროს, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოებით, მაინც გახდა შესაძლეელი.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული რეზიდენცია ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტით არის აღჭურვილი, ეს ე.წ. Panic Room-ია, რომელიც საგანგებო სიტუაციისთვის შექმნილ სამალავს გულისხმობს, რათა მაცხოვრებლებმა თავის დაცვა შეძლონ გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს.
გარკვეული წყაროების მიხედვით, პრინცი ჰარი მუდმივად განიცდის დედის - ლედი დაიანას ტრაგიკულ ცხოვრებას და ეს ემოციური განწყობა მას აიძულებს მეუღლისა და მომავალი შვილების დასაცავად ყველაფერი იღონოს.
რაც შეეხება ინტერიერს, სავარაუდოდ, რეზიდენციის დიზაინში ცვლილებები განხორციელდა, სანამ უშუალოდ ახლებური იერის ნახვის საშუალება გვექნება, ტაბლოიდებმა კოტეჯის ისტორიული კადრები შემოგვთაზეს.