კეინი უესტი თავის ცოლს, კიმ კარდაშიანს მუდამ სასიამოვნოდ აოცებს. ამჯერად, ახალი წლის აღსანიშნავად რეპერმა მეუღლეს მაიამაში 14 მილიონი დოლარი ღირებულების სახლი აჩუქა. ადგილსამყოფელი არამხოლოდ ფასითაა პომპეზური, არამედ ფართობითაც. 436 კვადრატული მეტრი ცნობილ 18 სართულიან რეზიდენციაშია განთავსებული. საჩუქარი კიმისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.
უზარმაზარი ოთხოთახიანი სახლი ტერასით, საიდანაც ოკეანეზე მშვენიერი ხედი იშლება, hi-tech-ის სტილში და ხორცისფერ-ნაცრისფერ ტონალობებშია გაფორმებული. აქ ყველაფერია: აუზი, სპა და ფიტნეს-ცენტრი. ცოლ-ქმრის მეზობლები მილიარდელი ინვესტორები არიან.