გუშინ, ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა - ანუკი არეშიძემ გადაწყვიტა ინსტაგრამის გამომწერებისთვის შობისა და ახალი-წლის დღესასწაულისთვის სპეციალურად მორთული სახლის კადრები გაეზიარებინა.
როგორც ვიდეოდან, დიზაინერმა ნაძვის ხე საკმაოდ ორიგინალურად გააფორმა და ამისთვის პოლაროიდით გადაღებული ოჯახის ფოტოები გამოიყენა. მოგვიანებით ანუკიმ კიდევ ერთი ვიდეო ატვირთა, რომელშიც ოთახის სხვა მორთულობებიც ჩანს.
დიზაინერს არც საკუთარი სურათი დავიწყნია და მისივე ბრენდის ულამაზესი კაბით გადაღებული ფოტო გააზიარა, "Santa Baby, რას მირჩევთ, დავიტოვო თუ გავყიდო?ერთადერთია,"-დაწერა მან პოსტის აღწერაში.