21 წლის ამერიკელმა ბიზნესმენმა და სატელევიზიო რეალითი შოუს ვარსკვლავმა - კაილი ჯენერმა საშობაო მზადება უკვე დაასრულა და რამდენიმე კადრი ინსტაგრამის გამომწერებს გაუზიარა.
გოგონამ, რომლისთვისაც ეს წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა კოსმეტიკური ბრენდით მიღწეული წარმატებების გამო, გადაწყვიტა საკმაოდ შთამბეჭდავი ზომის ნაძვის ხით გაენებივრებინა საკუთარი თავი და პატარა სტორმი.
მოგვიანებით კი, მისაღები ოთახის დეკორაციული გაფორმებაც უჩვენა გამომწერებს.
როგორც კადრიდან ჩანს, მცირე ზომის მაგიდა, რომლებზეც წიგნებია განთავსებული, კაილის ბრენდისთვის დამახასიათებელი დიზაინითაა შექმნილი.
როგორც გაირკვა, ამ დიზაინის გამო, უბრალო მაგიდაში ახალგაზრდა ბიზნესმენმა 30 000 დოლარი გადაიხადა.
აღსანიშნავია, რომ კაილიმ შვილთან ერთად გადაღებული რამდენიმე უახლესი კადრიც გამოაქვეყნა.