ლოს-ანჯელესში რიანას მდიდრული სახლი იყიდება. ვარსკვლავი ტოვებს იმ კერას, რომელიც თავად ნახევარი წლის წინ შეიძინა. გადასვლის ერთ-ერთი მიზეზი ინციდენტი გახდა, როცა უცხო მოთვალთვალე ადამიანმა რიანას სახლში მთელი ღამე გაატარა.
მომღერალმა სახლი 6.8 მილიონ დოლარად შეიძინა, გაყიდვით კი 7.5 მილიონად ყიდის. სახლში 6 საძინებელი და 8 სააბაზანოა, დიდი სამზარეულო ქვის კუნძულით, სასადილო, მისაღები როიალით, 2 აუზი და სპა. ამასთან, საერთო ტერიტორიაზე განთავსებულია სასტუმრო სახლი 2 საძინებლით და სპორტული დარბაზით.