ალბათ ყველას გვყავს სანაცნობოში ადამიანები, რომლებიც საახალწლოდ სახლის მორთვას ყველაზე ადრე იწყებენ და ნოემბრიდანვე ინებივრებენ თავს იმ სადღესასწაულო განწყობით, რომელიც ნაძვის ხეს შემოაქვს ოჯახში. შესაძლოა ეს ფაქტი ბევრისთვის ცოტა კურიოზული იყოს, მაგრამ მეცნიერები მას საკმაოდ საინტერესო ახსნას უძებნიან, როგორც ირკვევა, ადამიანები, რომლებიც ყველაზე ადრე რთავენ ნაძვის ხეს, გაცილებით უფრო ბედნიერები არიან და არასდროს კარგავენ კონტაქტს შინაგან ბავშვთან, რომელთანაც ნოსტალგიური გრძნობები აკავშირებთ. OK!-ს დაკვირვებით, ცნობილ ქართველ ვარსკვლავებს შორისაც აღმოჩნდნენ ისეთები, რომლებმაც მზადება ნაადრევად დაიწყეს და უსაყვარლესი დეკორაციების კადრებიც გაგვიზიარეს, გთავაზობთ მათი ინტერიერის ყველაზე ფერად და ნათელ საახალწლო ტრანსფორმაციებს.
1. ერთ-ერთი პირველი, ვინც საახალწლო ნაძვის ხის მორთვა გადაწყვიტა, გახლავთ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი, ხატია მოისწრაფიშვილი.
2. ნაძვის ხის პირველი ფოტო გაგვიზიარა თაკო გაჩეჩილაძემაც.
3. გიორგი გასვიანი, ტელეწამყვანმა ულამაზესი ნაძვის ხე თოვლის ბაბუით დაამშვენა და არც საშობაო განათებები დავიწყნია, რომელმაც სადღესასწაულო განწყობა კიდევ უფრო გაამძაფრა.
4. მოდელმა - თინათინ ნატროშვილმა სოციალურ ქსელში შთამბეჭდავი დეკორაციების კადრები გაუზიარა მეგობრებს.
5. მომღერალმა აჩიკო ნიჟარაძემ - ნაძვის ხის მორთვის ოჯახური მომენტი დააფიქსირა და გულშემატკივარსაც გაუზიარა.
6. ჟურნალისტმა - სოფო მოსიძემ ნაძვის ხის მორთვამდე და შემდგომი ფოტოები გამოაქვეყნა.
7. საახალწლო ნაძვის ხე საკუთარ სტუდიაში, რომელიც მისთვის უკვე მშობლიურად იქცა, უკვე მორთო მომღერალმა - ნინო ჩხეიძემაც.
8.ნაძვის ხე ჯერჯერობით არ დაუდგამს თიკა ფაცაციას, თუმცა მოდელმა და ტელეწამყვანმა ოჯახური საახალწლო ფოტოსესიის ტრადიციას არც წელს უღალატა და სტუდია Photo Home-ში შვილებთან ერთად გადაღებული არაჩვეულებრივი კადრებითაც დაგვამახსოვრა თავი.