გუშინ, 26 ნოემბერს აშშ-ის პირველმა ლედიმ სოციალური ქსელების მეშვეობით საზოგადოებას საშობაოდ მორთული თეთრი სახლის პირველი კადრები გაუზიარა.
მთავარი ღირსშესანიშნაობა რა თქმა უნდა ტრადიციული საშობაო ნაძვის ხეა, რომელიც 5.5 მეტრი სიმაღლის გახლავთ.
გავრცელდა ვიდეორგოლის წარწერით - „თეთრი სახლი მზადაა შობა იზეიმოს".
შეგახსენებთ, რომ მელანია და დონალდ ტრამპი შობას თეთრ სახლში წელს უკვე მეორედ ხვდებიან და ისინი გეგმავენ რეზიდენციაში 30 ათასზე მეტ დამთვალიერებელს უმასპინძლონ.