21 წლის კაილი ჯენერმა და მისმა 26 წლის შეყვარებულმა, ტრევის სკოტმა ბევერლი-ჰილსზე 13,45 მილიონი $ ღირებულების სახლი იყიდეს. მდიდრული მისაღები ოთახი, საძინებელი პანორამული ფანჯრით, მარმარილოთი მოპირკეთებული სააბაზანო, ფიტნესდარბაზი, მასაჟის ოთახი და აუზი - სახლში ყველაფერია ახალგაზრდა წყვილისთვის.
ორსართულიანი სახლის ინტერიერი თანამედროვე ამერიკულ სტილშია გაფორმებული. იატაკამდე ფანჯარა და ნათელი პალიტრა გარემოს სინათლით ავსებს, ნატურალური ხის იატაკი კი სიმყუდროვეს სძენს.
კაილი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ქალი მილიარდელია. ამ წლის თებერვალში წყვილს ქალიშვილი გაუჩნდა, რომელსაც შტორმი დაარქვეს. კაილი ინტერვიუებში აცხადებს, რომ დედობამ მნიშვნელოვანი ცვლილება მოახდინა მასზე.