პირველად საქართველოში, ფლორისტიკის შემსწავლელი სრული კურსი მიღებას აცხადებს. ყვავილების ბაზრის წამყვანი კომპანია - ამელი ახალი პროფესიის შესწავლის მსურველებს სთავაზობს სრულფასოვნად დაეუფლონ ახალ პროფესიას, მიიღონ ცოდნა, გამოცდილება და თანაც, საჭირო სფეროს ყველაზე წარმატებული ადამიანებისგან.
კურსებზე მოსახვედრად არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, განათლებას ან სამუშაო სფეროს, მთავარია სურვილი, რომ შეიძინო ახალი უნარები და განავითარო დიზაინერული ხედვა.
6 კვირის განმავლობაში ამელის სკოლაში დეტალურად შეისწავლება ზოგადი ფლორისტიკა, საქორწილო თემატიკა და ივენთის დეკორი.
სასწავლო კურსი შემდეგ ეტაპებს მოიცავს:
პირველი კვირა
• წარდგენა/ყვავილების და სფეროს გაცნობა
• ზოგადი სამუშაოები ფლორისტიკაში (თაიგულის ტიპები, სწავლება, პრაქტიკული სამუშაო)
მეორე კვირა
• ბიოფლორაზე მუშაობა
• გვირგვინი, სამაჯური და სხვა აქსესუარები ყვავილებისგან
მესამე კვირა
• საქორწილო თაიგულები / ბუტანერი
• განსხვავებული საქორწილო თაიგულები
მეოთხე კვირა
• ივენთისთვის მომზადება
• ლარნაკის კომპოზიციები
მეხუთე კვირა
• საქორწილო და კოკტეილის მაგიდების გაფორმება
• თაღის, კედლისა და ჩარჩოს დეკორი
მეექვსე კვირა
• სამგლოვიარო დიზაინი
• არასტანდარტული და თემატური დეკორი
კურსი - ამელის მთავარი ფლორისტის, მაკა წიკლაურის ხელმძღვანელობით, სრულად ამზადებს კადრს ფლორისტიკაში აქტიური საქმიანობისთვის. პროგრამის ბოლოს კი, გამოცდის დამაკმაყოფილებლად ჩათვლის შემთხვევაში სტუდენტს გადაეცემა სერტიფიკატი.
სწავლების ღირებულება - 1000 ლარია და მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ აქ.