მედიის ინფორმაციით, ბელა ჰადიდი საცხოვრებლად შეყვარებულის სახლში გადავიდა. წყვილი ნიუ-იორკის ცენტრში, მდიდრულ ბინაში ცხოვრობს, რომელიც The Weeknd-ს თვეში 60 ათასი $ უჯდება.
სახლში 4 საძინებელი და 4 აბაზანაა, სამზარეულო და პირადი ლიფტი. წყვილის განკარგულებაშია ასევე აუზი, მარანი და ფიტნეს ცენტრი თურქული აბანოთი. 22 წლის მოდელის და 28 წლის მუსიკოსის მეზობლები მეგ რაიანი, ჰარი სტაილსი, ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი არიან.
შეყვარებულებმა ურთიერთობა ამ გაზაფხულზე განაახლეს. ბელა და აბელი ერთმანეთს 2016 წელს ხვდებოდნენ და ნახევარწლიანი ერთად ყოფნის შემდეგ დაშორდნენ.