ბრედლი კუპერმა და ირინა შეიკმა მდიდრული ორსართულიანი სახლი შეიძინეს, რომლის ღირებულებაც 13.5მლნ დოლარს შეადგენს.
ჰოლივუდური წყვილის ახალი საცხოვრებელი ნიუ-იორკის ცენტრში მდებარეობს. მათ განკარგულებაშია 6 საძინებელი, 5 სააბაზანო, კაბინეტი ბიბლიოთეკით, ორ-ოთახიანი გარდერობი და ასევე დასასვენებელი ზონა ბარით.
სახლის ინტერიერი თანამედროვე ამერიკულ სტილშია გაფორმებული. სხვა დადებით მხარეებს შორისაა ხის იატაკი, ფრანგული ფანჯრები და კარები, მწვანე ტერასა - იდეალური ადგილი მეგობრებთან ერთად ბარბექიუს მოსაწყობად.
მსახიობი და მოდელი 2015 წლიდან არიან ერთად, 2017 წელს მათ ქალიშვილი, ლეა გაუჩნდათ. პაპარაცები წყვილს შვილთან ერთად სეირნობისას ხშირად აფიქსირებენ.