წარმოგიდგენთ დიზაინერების მიერ შექმნილ საინტერესო და არაორდინალურ კიბეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
1. ჯგუფი MEMPHIS-ის სტილის კიბეები
ამერიკელმა დიზაინერმა, საშა ბიკოფმა ფრანგული როკოკო და იტალიური ჯგუფის, Memphis-ის სტილისტიკა გააერთიანა. კიბის დიზაინში გეომეტრიული ფორმები, ოპტიკური ორნამენტები და ჯგუფისთვის დამახასიათებელი ნათელი ფერებია გამოყენებული.
2. კიბეები LVMH-ს ახალ ოფისში
ფრანგმა დიზაინერმა ორა იტომ პარიზში, LVMH-ის ოფისი დააპროექტა. ოთხი სართული გრანდიოზული კიბეებითაა გაერთიანებული, რომელიც ნამდვილ შედევრად ითვლება. ის არამხოლოდ აერთიანებს გარემოს, არამედ ინტერიერის შეუცვლელ ელემენტად იქცა.
3. კიბე DNA
ეს კიბეები ორგანული მინიმალიზმის თაყვანისმცემელმა, როს ლავგროვმა 2005 წელს საკუთარი ლონდონის სტუდიისთვის შექმნა. სტრუქტურა დნმ-ის მოლეკულას მოგვაგონებს, რის გამოც დიზაინერმა კიბეს „დნმ“ უწოდა.
4. კიბე კუბში
ეს არაორდინალური კიბე ლონდონის სტუდია RA Projects-მა მოიფიქრა და დააპროექტა. ის ნამდვილ არტ-ობიექტს მოგაგონებთ. კიბე სამ სართულს აერთიანებს და ცისფერი ფერის კუბშია მოთავსებული, რომელსაც პარალელურად სხვა ფუნქციაც აქვს.
5. კიბე ლოფტში
ამ ისტორიული სახლის კიბე დიზაინერმა პიერო ლისონიმ შექმნა. მეოცე საუკუნის დასაწყისში აქ თეატრი იყო, შემდეგ ბანკი, ახლა კი ოჯახსი ბინადრობს. მეტალით დამზადებული კიბე პროექტში ცენტრალურ როლს თამაშობს. ის ერთმანეთთან ყველა აუცილებელ ზონას აკავშირებს. „ვეცადე ლაკონიური დიზაინის კიბე გამეკეთებინა, საბოლოოდ კი მან ინტერიერს განსაკუთრებული რიტმი მისცა“-აცხადებს ავტორი.
6. კიბე-სტელაჟი
კიდევ ერთი ორიგინალური პროექტი ლონდონში, რომლის იდეაც სტუდია Craft Design-მა განახორცელა. ამ შენობაში ადრე სკოლა იყო და შემდეგ საცხოვრებელ ბინად გადაკეთდა. ბინადრებს სურდათ მაღალი ჭერი მაქსიმალურად გამოეყენებინათ, ამიტომაც დიზაინერმა უჩვეულო, სტელაჟის ფორმის კიბე შექმნა, რომელსაც გალერეამდე მივყავართ.
7. წითელი კიბე-ბადე
ამ საოცარი ჰაერში დაკიდული კიბის შთაგონება კორეელი მხატვრის დუ ჰუ სას ინსტალაცია „კიბე“ გახდა. პირველი საფეხური ჰაერშია, ხოლო ბოლო ჭერზე. დიზაინერებმა გადაწყვიტეს ობიექტისთვის ფუნქციური ხასიათი მიეცათ და სიმსუბუქისა და ჰაეროვნების შეგრძნება შეენარჩუნებინათ. საბოლოოდ კიდევ ერთი შედევრის შექმნას ჩაეყარა საფუძველი.
8. დაკიდული კიბე
ბრიუსელში ძველი სახლის რეკონსტრუქციისას, არქიტექტორებმა ედუარდ ბრუნემ და ფრანსუა მარტენსმა ინტერიერში ახალი ორიგინალური მეტალის კიბის დამატება გადაწყვიტეს, რომელიც ჭერიდანაა დაკიდული.
9. მეტალის კიბე
აგარაკზე ეს კიბე სტუდია OYO-მ დააპროექტა. პატრონს სურდა ლოფტის სტილისტიკისთვის და ინდუსტრიული მშენებლობებისთვის მიემართა. ინტერიერის ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი სწორედ ეს ნარინჯისფერი კიბეებია, რომელსაც მოაჯირი არ აქვს; საფეხურები კი მეტალის პარალელეპიპედებს წარმოადგენენ.
10. კიბე ანტონიო გაუდის დიზაინით
1877 წელს ანტონიო გაუდის მიერ აშენებული შენობა Casa Batllo ბარსელონაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სახლად ითვლება. სახლის კიბეებს ცალკე ყურადღება უნდა მიექცეს. ხის მოაჯირი დრაკონის ხერხემალს მოგვაგონებს, თუმცა მათზე დაყრდნობა საკმაოდ კომფორტულია.