სახლის დიზაინში მუქი ჩრდილები ყოველთვის არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს და ძირითადად ნეგატიურს. „ბნელია“, „არაკომფორტულია“, „სივრცეს აპატარავებს“ - ასე ფიქრობენ შავ ტონალობაზე, მაშინ როცა ოთხის გაფორმებაზე მიდგება საქმე. სპეციალისტებისა და დიზაინერების რეკომენდაციების გათვალისწინებით, დაამსხვრიეთ სტერეოტიპები და თამამად აქციეთ შავი ფერი ინტერიერის ძირითად გადაწყვეტილებად!
შავის დადებითი მხარეები
ბევრი დიზაინერი თვლის, რომ შავი ელეგანტური და ღრმა ფერია. მისი დამატებით ინტერიერი მკაცრი და იდუმალი ატმოსფეროს იერსახეს მიიღებს. მან შესაძლოა მასალებს სიღრმე შემატოს ან ხელოვნების ნიმუშებისთვის იდეალურ ფონად იქცეს. ასევე, შავი ფერი უნივერსალურობით ხასიათდება.
ბევრი სხვა ფერისგან განსხვავებით, შავს პრაქტიკულად ყველა სტილში გამოიყენებთ. მისი შეხამება ყველანაირ პალიტრასთან შეიძლება. მაგრამ, არსებობს რამდენიმე პრინციპი, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს სახლში ამ ფერის ინტეგრირება საუკეთესოდ მოახდინოთ.
შავი ფონი
შავ ფონზე ხის ან ქვის ნივთები დააწყვეთ - ნივთები მაშინვე უფრო მეტად გამომხატველები გახდებიან. ნებისმიერი ხელოვნების ნიმუში შავ ფონზე თვალში განსაკუთრებულად მოგხვდებათ. და პირიქით, ინტერიერის დიზაინის არაესთეტიკური ელემენტები, როგორებიცაა ტექნიკა, ტელევიზორი და მასიური კარადები შავ ფერში ყურადღებას საერთოდ არ მიიქცევენ.
შავი გრაფიკა
თუ შავი ფერის სიბრტყეები გიყვართ, მაშინ ინტერიერში გრაფიკული აქცენტები გააკეთეთ. შავი ამ შემთხვევაშიც ჰარმონიულობას უზრუნველყოფს. ამ ვარიანტს ყველაზე ხშირად მინიმალიზმში ან სკანდინავიურ სტილში იყენებენ, სადაც დიზაინერები შავ წვრილ ფეხებს იყენებენ და შავი ქვით ფანჯრის რაფებს აფორმებენ.
შავი კლასიკაში
თანამედროვე კლასიკა ეს შთაგონების დაუსრულებელი წყაროა, რადგანაც მასში ყველა დოგმა მოძველდა და დიზანერებს სრული თავისუფლება ენიჭებათ. ამ შემთხვევაში, შავი ბაროკოს სტილის კლასიკა, ძველი ინგლისისთვის დამახასიათებელი უნიკალური ატმოსფეროთი საუცხოო გადაწვეტილება იქნება. ამ ხასიათისთვის დამახასიათებელი ფორმები ხანდახან ოქროსფერსა და ხორცისფერში ვულგარულად გამოიყურება, ამიტომაც შავის გამოყენებას ჯადოსნურ შედეგამდე მივყავართ.
შავი ფერი აქცენტს მხოლოდ ფორმაზე აკეთებს და არასაჭირო დეტალებს თვალთახედვიდან კარგავს. მშვენიერი გადაწყვეტილებაა შავი კარნიზები და ბათქაში.
შავი - ჭადრაკულსა და ზოლიანში
შავისა და თეთრის კლასიკური შეხამება ყოველთვის აქტუალურია. ჭადრაკული, ზოლიანი თუ კუბოკრული - ნებისმიერ ვარიანტში შავის გამოყენება ინტერიერს დინამიკით და ენერგიით ავსებს. ასევე, ინტერიერში ექსპერიმენტებისა და არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღებით შთაგაგონებთ.