ბუნებასთან სიახლოვე, განმარტოვება და საუკეთესო ხედები ტერასიდან
1. CHATEAUX DANS LES ARBRES, დორდონი, საფრანგეთი
ეს ხის შენობა ტრადიციული ფრანგული სასახლის მინი-ასლია. ცხელი აბაზანები პირდაპირ ტერასაზეა მოწყობილი, საიდანაც მთების ხედები იშლება. სტუმრებს შეუძლიათ ოთახში დარჩნენ და მომსახურე პერსონალი მათ საუზმესა და ვახშამს დაკიდებულ კალათაში დაუტოვებს.
2. POST RANCH INN, კალიფორნია
ეს სასტუმრო წყნარი ოკეანის ზედაპირის სიმაღლიდან 366 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. სამკუთხა ფორმის ხის სახლების ფასადს ძველი ხის ეფექტი აქვთ. თითოეულ ნომერში დიდი საწოლი და ბუხარია. წამოწოლისას სტუმრებს ვარსკვლავიანი ცით ტკბობა შეუძლიათ.
3. TREE HOUSE HIDEAWAY, ინდოეთი
ტერიტორიაზე 5 სახლია განთავსებული, რომლებიც სააბაზანო ოთახით და კონდიციონერითაა აღჭურვილი. ინტერიერის შექმნისას დეკორატორები ადგილობრივმა ხელოსნებმა შთააგონეს. ფანჯრები მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ნაკრძალს გადაჰყურებს და მშვიდად შეგიძლიათ აივნიდან ვეფხვის დანახვას შეეცადოთ.
4. MUKUL BEACH, ნიკარაგუა
სასტუმროს 23 ნომრის პანორამული ფანჯრიდან ნიკარაგუას ქვიშიანი სანაპიროს და შთამბეჭდავი მთების ხედები იშლება. თითოეულ ნომერს საკუთარი ტერასა და აუზი აქვს. სასტუმროს ტერიტორიაზე სპა-სალონი და გოლფის მოედანია.
5. RELAIS & CHÂTEAUX, ინგლისი
სასტუმროს 70 ნომერთან ერთად ხეზე 12 სახლის შემოთავაზება შეუძლია. თითოეული ნომერი 11 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და დიდი ფანჯრებით ხასიათდება. ოთახში მასაჟისტის გამოძახებასაც შეძლებთ.
6. ANDBEYOND LAKE MANYARA TREE LODGE, ტანზანია
აქ დასვენებისას ფანჯრიდან ადგილობრივ მაცხოვრებლებს, სპილოებს, ბეჰემოტებს, ლომებს, ბაბუინებსა და 400 სახეობის ჩიტს მოჰკრავთ თვალს. თუ გაგიმართლებთ ამას სააბაზანოდანაც შეძლებთ.