ხეზე, უდაბნოში, სამასწლიან სახლსა თუ ვინტაჟურ ფურგონში - ამ ადგილებში მოხვედრისას შთამბეჭდავ დიზაინს სასტუმროს ნომრიდან გასვლის გარეშეც იხილავთ.
1. CRANE HOTEL FARALDA, ამსტერდამი
ამ სასტუმროს დევიზია: „რაც ხდება CRANE-ში, ყოველთვის რჩება CRANE-ში“. ის მდინარის მიტოვებულ ნავმისადგომთან მდებარეობს, პირდაპირ ამსტერდამის ცენტრის პირისპირ. ამბობენ, რომ ამ სასტუმროში მსოფლიოს ცნობილ ადამიანებს შეხვდებით, რადგანაც აქ მოხვედრისას ისინი ზედმეტ ყურადღებას გაურბიან. Crane-ში მხოლოდ 3 ლუქს-ნომერი და 2 პანორამული ლიფტია, რომელსაც ამწეზე აჰყავხართ. მიწიდან 50 მეტრ სიმაღლეზე ჯაკუზიც დაგხვდებათ.
2. THE SHIPWRECK LODGE, ნამიბია
ეს სასტუმრო დაკარგული ხომალდის ნარჩენებს მოგაგონებთ. ავტორებს ამ არაორდინალური ფორმის შექმნისას ნამიბიაში არსებულმა ცნობილმა „ჩონჩხების სანაპირომ“ შთააგონა. სასტუმრო მზის ბატარეებზე მუშაობს, „გემბანზე“ კი რესტორანია განთავსებული, საიდანაც ოკეანის ხედები იშლება.
3. THE BUBBLE LODGE, მავრიკი
მავრიკის კუნძულზე მდებარე ეს სასტუმრო ეკოტრენდს აყალიბებს. არქიტექტორ პიერ სტეფან დიუმას მიერ შექმნილ გამჭვირვალე კაფსულაში დიდი საწოლი, სააბაზანო და კონდიციონერია. აქ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ვახშამი და ასტრონომის მომსახურეობა, რომელიც ამ სასტუმროს მთავარ ღირებულებაზე - ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე მოგიყვებათ. კაფსულა ჩაის პლანტაციებსა და ჯუნგლებს შორის მდებარეობს - სიმშვიდე და განმარტოება აქ გარანტირებულია.
4. THE DRAGONFLY, შვედეთი
სემი რინტალის პროექტით შექმნილი შენობა მაშინვე შთაბეჭდილების ქვეშ მოგაქცევთ. ხეზე განთავსებული ნომრები შვედურ ტყეში სრულ ჰარმონიას მოგანიჭებთ. სკანდინავიური დიზაინი და მთავარი მზარეულის უგემრიელესი კერძები აქ დარჩენისას მთავარ ბონუსს წარმოადგენს.
5. AUTOCAMP’S AIRSTREAMS, კალიფორნია
Airstreams-ის ფურგონები ამერიკული საავტომობილო ინდუსტრიის ლეგენდაა. კომპანია, რომელიც 1929 წელს დაარსდა, ბორბლებიანი სახლის კულტურის შექმნას დაედო საფუძვლად. ორიგინალურად რესტავრირებული და კარგად ჩაფიქრებული, შუასაუკუნეებისთვის დამახასიათებელი თანამედროვე ინტერიერი ყველანაირ კომფორტს უზრუნველყოფს.
6. KEEMALA BIRD’S NESTS, ტაილანდი
ფუკეტში, ტყეში განლაგებული ბუნგალოების კომპლექსი გიგანტური ჩიტის ბუდეს მოგაგონებთ. ნომრები ყველანაირი საჭიროებითაა აღჭურვილი და თითოეულ მათგანს აუზი და ჯუნგლებზე გამავალი ტერესა აქვს.
7. KOMINKAS, იაპონია
სასტუმროს სახელწოდება ტრადიციულ იაპონურ ხის სახლს აღნიშნავს. ტოკუსიმაში 300წლოვან შენობას გარს ტყე აკრავს, შორიახლოს კი მდინარეც მოედინება. მასზე აშენებული ხიდები 800 წლის წინ ყურძნის ვაზებისგან შექმნეს და წლიდან წლამდე ღეროებს ცვლიან.
8. LONGITUDE 131°, ავსტრალია
ეს სასტუმრო ულურუს ნაციონალურ პარკში მდებარეობს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობათა სიაშია. მხოლოდ აქ შეძლებთ მიირთვათ კოქტეილი ულურუს წითელი კლდეების თვალიერებით ტკბობისას.