ფანჯარა იატაკამდე, ხის ავეჯი და კერამიკის სიუხვე - ეს ესპანური სტილის მთავარი მახასიათებელი ნიშნებია, რომლის შექმნაც თავადაც შეგიძლიათ.
ესპანური ინტერიერი - ეს მუდამ ფერთა სიურჩე, უამრავი დეტალი, სხვადასხვა სტილის, ფორმების და მასალის ერთად შერწყმაა. მისი საფუძველი ტრადიციული შუაზღვისპირული სტილიდან მოდის, მაგრამ ამასთან, ის ბერძნულ სტილში ვერაფრით შეგეშლებათ. ესპანურ ინტერიერს საკუთარი განსაკუთრებული ხასიათი და ატმოსფერო ახლავს თან.
დაგეგმვა
ესპანური ინტერიერი უცნაური დაგეგმარებისაა. პირველ რიგში, ის ქალაქის შენობების რეკონსტრუქციას ჰგავს. ისტორიულ სახლებს ძალიან მაღალი ჭერი და დიდი ფანჯრები აქვთ. ამასთან, ოთახების ფართობები არც ისე დიდია. ფანჯარა იატაკამდე უნდა იყოს, ან ტერასაზე გადიოდეს. ესპანელებს ასევე მინის გამოყენება ძალიან უყვართ. კედლების, კარებების თუ სხვა ადგილების მინით გაფორმებას ინტერიერში ხშირად შეხვდებით.
მასალები
ესპანური ინტერიერი მასალებით მრავალფეროვანია. მას შესაძლოა შეეხამოს ყველაფერი, რაც მოგესურვებათ: უხეში თაბაშირი, საღებავებით მოხატვა, ქვა, კერამიკა, ნატურალური ტექსტილი, ხე ან მეტალი - არჩევანი თქვენზეა. როგორც შეამჩნევდით, ამ სტილს ბევრი ქანთრის სტილისთვის დამახასიათებელი მასალა უხდება, ასე რომ, მიმართეთ ფანტაზიას.
თეთრის და ფერადის შეხამება
კედლების მთავარი ფერი ინტერიერში საკმაოდ მშვიდია - თეთრი ან ქვიშისფერი. გაფორმება შეიძლება იყოს ტრადიციული თაბაშირი ან გლუვი საღებავი. ფერთა მრავალფეროვნება დეტალების დიდ რაოდენობაში გამოიხატება, რომლებიც ნათელი და კონტრასტულები უნდა იყვნენ. მაგალითად, კარების, კედლების, ავეჯისა თუ ტექსტილის ფერადი ნაწილები.
კერამიკა
კერამიკა ესპანური ინტერიერის ერთ-ერთი გამორჩეული ნიშანია. ფილებით შექმნილი შემოქმედება განუსაზღვრელი შეიძლება იყოს: ორნამენტულიდან მოზაიკურამდე. აბაზანასა და სამზარეულოში ფილა შესაძლოა კედლებისა და იატაკის მოსაწყობად გამოიყენოთ.
ავეჯი
ტრადიციულ ესპანური დიზაინის დაცვისას, ავეჯი მუქი ხისგან უნდა დამზადდეს და მასიური ფორმა მიიღოს. თანამედროვე ესპანურ დიზაინში კი უფრო სიმსუბუქისკენ მიილტვიან. ხშირად შეხვდებით ღია ხისგან დამზადებულ ავეჯს, მათი ფორმები კი გრაციოზულობით გამოირჩევა. ასევე გვხვდება მეტალის ავეჯი ეთნიკური აქცენტებით.
ხშირად ავეჯი სივრცის ნაწილი ხდება. მაგალითად, ბოძის გარშემო დამაგრებული მაგიდა ან ჩაშენებული შემნახველი სისტემა. თანამედროვე ესპანურ ინტერიერში ანტიკვარულ ავეჯსაც შეხვდებით, რომელიც რესტავრირებული ან ავთენტური სტილით წარმოდგენილი იქნება.
დეკორი
ცხელი კლიმატის გამო ესპანელებს ფანჯრების გაფორმებისთვის ბევრი ვარიანტი აქვთ, რათა თავი მზის სინათლისგან დაიცვან. მაგალითად, ძველ სახლებში ხის დარაბებს შეხვდებით, ახლებში კი ადამიანები ჟალუზებს ან რომაულ ფარდებს იყენებენ. კლასიკური ფარდები აქ იშვიათობას წარმოადგენს.
დეკორში ბევრი სიმწვანეა - მცენარეები აივნებსა და ტერასებს ლამაზ კერამიკულ ქოთნებში რთავენ. ინტერიერში ბევრი ჭურჭელი და სხვადასხვანაირი ლარნაკია. ტექსტილის ნივთებს შორის ბალიშები და პლედები დიდი პოპულარობით სარგებლობენ.
საბოლოოდ, ესპანური ინტერიერი სიმკაცრეს და ინოვაციას, კულტურულ ტრადიციებსა და თანამედროვე მოთხოვნილებებს, ფერების აფეთქებასა და სიმარტივეს ერთნაირი წარმატებით წარმოაჩენს. ყველა ეს მახასიათებელი ერთ გარემოში ჰარმონულად თანაარსებობს.