საბავშო ოთახის ინტერიერზე ზრუნვა არც ისე მარტივი საქმიანობაა. ჩვეულებრივი საძინებელი ოთახისგან განსხვავებით აქ უამრავი რამ უნდა გაითვალისწინოთ: სათამაშო და სამეცადინო ზონა, სილამაზე და ბავშვის ინტერესები... თუმცა მშობლებს და დიზაინერებს კომპრომისის მოძებნა შეუძლიათ და ინტერიერში ორმაგ ეფექტს ქმნიან: დახვწილობა და ფუნქციური ხასიათი. წარმოგიდგენთ მცირეწლოვანი ბავშვებისა და მოზარდების ოთახის გაფორმების კრეატიულ იდეებს, რომელთა განხორციელებაც თავადაც შეგიძლიათ და დიდებისთვის მიმზიდველ საცხოვრებელ ადგილადაც აქცევთ.
#1 პლანეტის ფორმის ნათურა
მუქი ლურჯი კედელი და დათვი, რომელიც პლანეტას "ანთებს" პატარას ოთახს ზღაპრულ ელფერს შემატებს.
#2 საწოლი-ციხესიმაგრე
სათავგადასავლო ისტორიების მოყვარულთათვის
#3 მთები
დახატეთ მთის პეიზაჟი კედელზე
#4 ლოფტი თინეიჯერისთვის
ასეთი მინიმალიზმი ყველა მოზარდს მოეწონება, არაფერი ზედმეტი და საწოლი ჰაერში
#5 სამი ერთში
ასეთი გადაწყვეტილება არამხოლოდ გაანთავისუფლებს სივრცეს ოთახში, არამედ უფრო მოდური იქნება, ვიდრე ცალ-ცალკე მდგარი საწოლები.
#6 აგარაკის სტილი
ბავშვის ოთახისთვის თეთრი ფერი კარგი გადწყვეტაა, სივრცე უფრო ნათელი და ვიზუალურად ფართო ხდება. ორიგინალური საწოლი, რომელსაც სახლის ფორმა აქვს, პატარებს აუცილებლად მოეწონებათ.
#7 ჰარი პოტერის მოყვარულთათვის
ჩეულებრივი კედელი ჯადოსნურად აქციეთ.
#8 სახლი ჯუნგლებში
ჯუნგლების მაცხოვრებლად ქალაქის ცენტრშიც იგრძნობთ თავს. შესაბამისი კედლის სურათი და თეთრეული ამის პირობას მოგცემთ.
#9 სახლი მეცადინეობისა და თამაშისთვის
სპეციალურ სივრცეს ფორმის მიცემით უფრო მიმზიდველს გახდით. ასეთი კუთხის დადგმა მისაღებ ოთახშიც შეგიძლიათ და ბავშვებს სამეცადინოდ და სათამაშოდ ორიგინალური კუთხე ექნებათ.
#10 ოთახი ორისთვის
ასეთი კონსტრუქცია საძნებელ ადგილს, სათამაშო სივრცეს და ნივთების შესანახ ზონას აერთიანებს.