კაილი ჯენერმა, რომელიც 21 წლის ასაკში ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული მილიონერია, გადაწყვიტა ამჯერად ლოს-ანჯელესში მდებარე სახლი გაყიდოს. საცხოვრებელი რომელიც Hidden Hills-ში მდებარეობს 6.7 მილიონ დოლარადაა შეფასებული.
სახლი კაილიმ 2016 წლის მაისში შეიძინა.
სახლი დახვეწილ ოთახებთან ერთად ულამაზეს ეზოსა და საცურაო აუზს აერთიანებს.
გადავხედოთ საცხოვრებლის ინტერიერის ამსახველ კადრებს.
კაილიმ, ცოტა ხნის წინ, აღნიშნულ სახლში გადაღებული უსაყვარლესი კადრიც გაგვიზიარა.