ქეით მიდლტონმა, სანამ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი გახდებოდა, რამდენიმე საცხოვრებელი გამოიცვალა. ჰერცოგინია წარმოშობით ბერკშირიდან არის, რომელიც ინგლისის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, თუმცა სწავლის პერიოდში რამდენჯერმე მოუწია საცხოვრებლის შეცვლა.
გადავხედოთ სახლებს, რომლებშიც ქეით მიდლტონი ჰერცოგინიობამდე ცხოვრობდა.
1. ბერკშირი, ინგლისი.
სახლს, მოგვიანებით, ქეითის მშობლებმა რესტავრაცია ჩაუტარეს.
2. წმ. ენდრიუს სკოლის საცხოვრებელი.
3. მელბურნის კოლეჯი
4. წმ. ენდრიუს უნივერსიტეტი შოტლანდიაში, სადაც ქეითი St. Salvator's Hall-ში ცხოვრობდა.
5. 2005 წელს, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ჰერცოგინია ჩელსიში მდებარე ბინაში გადავიდა საცხოვრებლად.
აღსანიშნავია, რომ 2011 წელს, პრინც უილიამთან ქორწინების შემდეგ, ქეითი მეუღლესთან ერთად, კ. ანგლსზე მდებარე ოთხოთახიან საცხოვრებელში გადავიდა.
მოგვიანებით, პრინცი უილიამი ქეითის მშობლებს დაეხმარა შვიდოთახიანი სახლის შეძენაში, რომელიც Bucklebury Manor-ის სახელითაა ცნობილი.
როდესაც წყვილი ოფიციალურად შეუდგა დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, ქეითი და უილიამი, ბრიტანეთის სხვა ოჯახის წევრების მსგავსად, კენსინგტონის სასახლეში გადავიდა საცხოვრებლად.
წყვილს კერძო საცხოვრებელიც აქვს, რომელიც დედოფალმა ელიზაბეტმა უილიამს აჩუქა. სახლი ნორფოლკში მდებარეობს.