ცნობილი ქართველი მომღერალი - ქეთა თოფურია, 2005 წელს A Studio-ს ვოკალისტად დამტკიცების შემდეგ, საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. მომღერალმა საცხოვრებლის დიზაინი რუსეთში მოღვაწე ქართველ დიზაინერს - ლელა ქავთარაძეს მიანდო, რომელმაც დახვეწილი საცხოვრებლის ფოტოები საკუთარ პორტფოლიოში ატვირთა. გადავხედოთ ინტერიერის ამსახველ კადრებს ქართველი შემსრულებლის სახლიდან.