თუ "გრეის 50 ელფერის" პერსონაჟის, კრისტიან გრეის საცხოვრებელის გამო ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშ ხართ, ლოს-ანჯელესში მდებარე ეს სახლიც დაათვალიერეთ, რომელიც მის შემსრულებელ მსახიობს, ჯეიმი დორნანს ეკუთვნის. აქ ვარსკვლავი თავის მეუღლესთან, ამელია უორნერთან ერთად ცხოვრობს. სახლში 4 საძინებელი, 4 სააბაზანო, აუზი და მასაჟის პროცედურებისთვის განკუთვნილი აბანოა.
სახლი 1959 წელს აშენდა, 7 წლის შემდეგ კი მისი განახლება მოხერხდა. დილაობით, 36 წლის მსახიობის საცხოვრებელი დიდი კარებებისა და ფანჯრების მეშვეობით მზის სინათლით მთლიანად ივსება. მეზობლად ბრიუს უილისი, მეთიუ მაკკონაჰი, ჯულია რობერტსი და რენე ზელვეგერი ბინადრობენ.