ამ ზაფხულს 24 წლის ჯასტინ ბიბერი და მისი 21 წლის შეყვარებული, ჰეილი ბოლდუინი დაინიშნენ. ამჯერად კი საერთო საცხოვრებლის ერთად არჩევა გადაწყვიტეს. ირკვევა რომ ახალბედა წყვილი კანადაში, ქალაქ ონტარიოში გადადის, სადაც ტბასთან მდიდრული სახლი ელოდებათ.
სახლის ღირებულება 5 მილიონი დოლარია და მისგან შესანიშნავი ბუნების ხედები იშლება. საცხოვრებელს სავარჯიშო დარბაზი, საბილიარდო ოთახი, სახლის კინოთეატრი და ტბაზე პირადი გასასვლელი აქვს. ის მინიმალისტურ სტილშია გაფორმებული და 4 საძინებელს, 6 სააბაზანოს და ბუხრით აღჭურვილ მისაღებ ოთახს მოიცავს. სახლის კიდევ ერთი მთავარი ღირებულება მანსარდული ჭერია, რომელიც ინტერიერს მყუდროს და ნათელს ხდის.
აღსანიშნავია, რომ კანადა ჯასტინის სამშობლოა, როგორც სჩანს ვარსკვლავს ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყებაც სწორედ იქ სურს.