მეგან მარკლი და პრინცი ჰარი უკვე ჰერცოგისა და ჰერცოგინიის სტატუსით წელს პირველ სამეფო ტურს მოაწყობენ, წყვილი ოქტომბერში სიდნეიში გაემგზავრება და მათი ვიზიტი ერთკვირიანი იქნება. წყვილმა უკვე დაჯავშნა ვილა დელ მარე, რომელიც 40 მილიონ დოლარადაა შეფასებული.
ვილა სანაპიროზე მდებარეობს და ცოლ-ქმარს აქ ულამაზესი ხედებით ტკბობა შეეძლება.
საცხოვრებელი ექვს საძინებელ ოთახს აერთიანებს, ინტერიერს რაც შეეხება, ვილა დახვეწილი და მდიდრული დიზაინით გამოირჩევა.
ვილას ულამაზესი შიდა ეზოც აქვს.