ძვირადღირებული ნივთები და ავეჯი დიზაინერული გადაწყვეტილების გარეშე, უგემოვნო შეხედულების შეიძლება იყოს. ამიტომაც, შესაძლებელია უფრო ეკონომიური ნივთებით მეტად ძვირადღირებულის შთაბეჭდილება დავტოვოთ. როგორ განვაახლოთ ინტერიერი?
#1 მრავალშრიანი ჭერი
დაკიდული ჭერი გაცილებით ცუდად გამოიყურება. უკეთესი ინტერიერისთვის კლასიკური ვარიანტი არჩიეთ: შეღებილი ჭერი და თაბაშირის ფუძე.
#2 არქიტექტურული დეტალები
ხანდახან, იმისთვის, რომ ინტერიერის ესთეტიკა გამოვკვეთოთ, რამდენიმე აქცენტია საჭირო, რომლებიც კედელს არქიტექტურულ შედევრად აქცევენ. ეს შეიძლება იყოს მორები ჭერზე, მოზაიკა... დეკორის ელემენტები სახლის სტილს შეუხამეთ.
#3 კარგად გააზრებული განათება
ოთახში კარგ განათებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ეცადეთ თანაბრად გაანათოთ ოთახი, რათა ზედმეტად ჩაბნელებული კუთხეები და ბინდით მოცული არემარეები არ იყოს. კლასიკურ ინტერიერში განათების მთავარი საშუალება ცენტრალური ჭაღია:
კედლის და იატაკის ლამპრები იმ კედლებს და კუთხეებს გაანათებენ, რომლებსაც ჭაღის სინათლე არ წვდებათ, მაგიდის ნათურა კი აქცენტს სამუშაო სივრცეზე აკეთებს:
#4 სარკეები
სარკე იდეალური საშუალებაა იმისთვის, რომ ოთახს მეტი განათება შემატოს და სივრცეც უფრო დიდი გამოაჩინოს. მაგალითად კარგად გამოიყურება სარკით დამშვენებული კარადა კედლის ცენტრში, რომელიც გვერდებზეც სარკეებითაა გარშემორტყმული.
#5 ფურნიტურა
არაფერია ისეთი შესამჩნევი, როგორც წვრილმანი დეტალები. ისინი ჰარმონიულად ერწყმიან მთლიან ინტერიერს და მას დასრულებულის იერსახეს აძლევენ. თუ გსურთ, რომ დეკორი მდიდრულად გამოიყურებოდეს, სტანდარტულ ძვირადღირებულ ფურნიტურას ნუ აირჩევთ. რაიმე ორიგინალური და საინტერესო იპოვნეთ.
#6 ხის იატაკი
ნატურალური ხის ჰარმონია და ესთეტიკა ნებისმიერ ოთახს უფრო ელეგანტურს, მდიდრულს და მიმზიდველს გახდის. თუ სახლში იატაკი უკვე დაგებული გაქვთ, მაშინ ხალიჩის მეშვეობით ითამაშეთ.
#7 სისუფთავე და წესრიგი
არეულობამ შესაძლოა ნებისმიერი კარგად გააზრებული და ელეგანტური ინტერიერი გაანადგუროს. მიუჩინეთ ყველაფერს თავისი ადგილი, შუშებზე ანაბეჭდების კვალი წაშალეთ.