როგორ გამოიყურება მკვლელის, ინგლისელი ლორდის თუ თანამედროვე ჯადოქრის სამზარეულო? წარმოგიდგენთ 15 განუმეორებელ ინტერიერს ცნობილი კინოსურათებიდან.
"მისტერ და მისის სმიტები"
2005
ორმაგი გაზქურა იარაღებით ნებისმიერი დიასახლისის ოცნებაა.
"მოსამსახურე"
2011
იდეალური რეტროსტილი - ღია ცისფერი და თეთრი იატაკი, წითელი სკამები და მწვანე მაგიდა გარემოს საოცარ ენერგეტიკას სძენს.
"გაუჩინაურებული ქალი"
2014
კლასიკური სამზარეულო მაღალი ჭერით, მასიური მაგიდითა და ბუნებრივი სინათლით.
"დაუნტონის სააბატო"
2010
ამ სერიალის სამზარეულო არის ადგილი, სადაც კადრების უმრავლესობაა გადაღებული. სახლის ცენტრალური ოთახი სავსეა ძველებური ჭურჭლით.
"შვებულება"
2006
კამერონ დიასის გმირის სამზარეულო თანამედროვე ინტერიერისა და აღმოსავლური სანაპიროს სტილის ნაზავია. მუქი კარებები ხის ღია ავეჯითაა დაბალანსებული.
"შენი სახელით მომმართე"
2017
მეჩვიდმეტე საუკუნის ვილა იტალიის რეგიონში მაყურებელს საოცრად ხიბლავს - თეთრი სამზარეულო ფანჯრებით ხედით ბაღზე გადის. ლაკონიური გაფორმება თითქოს მოდუნების საშუალებას იძლევა.
"ჯული და ჯულია"
2009
ფილმი სადაც სამზარეულო მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია - ცნობილი მზარეულის სამუშაო სივრცე საკმაოდ ფუნქციონალურია.
"ბავშვები კარგად არიან"
2010
თანამედროვე სიმარტივე კოტეჯის სტილის ელემენტებით - აქ სამზარეულო საოცრად მყუდრო ადგილს წარმოადგენს.
"მოწიფული სიყვარული"
2012
სახლის სამზარეულო მთავარი გმირებისთვის ჰარმონიულ ადგილად იქცა. თეთრი სივრცე "თბილი" აქცენტებითაა გაფორმებული.
"საუზმე ტიფანისთან"
1961
მართალია ჰოლის სახლში ავეჯი თითქმის არაა, მაგრამ სამზარეულო ყველა საჭირო ელემენტითაა გაფორმებული.
"მარტივი სირთულეები"
2009
თნამედროვე სამზარეულო ნათელ ფერებშია გაფორმებული. ინტერიერს ამერიკული დეკორის კლასიკური ელემენტები ემატება.
"სასოწარკვეთილი დიასახლისები"
2004
სიუზენის სახლი ნამდვილად შთამაგონებელია - თეთრი ფერი ხის დეტალებით მოდურია და სიმყუდროვით გამოირჩევა.