ჯასტინ რენდოლ ტიბერლეიკი ამერიკელი პოპმომღერალი, სიმღერის ტექსტების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი, მოცეკვავე და მსახიობია, რომელიც პოპულარული გახდა როგორც პოპულარული ბოიბენდის - 'N Sync-ის სოლისტი. 2002 წელს მან გამოუშვა თავისი სადებიუტო სოლო ალბომი Justified, რომლის მსოფლიო მასშტაბით შვიდ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. დღეს ჯასტინი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი შემსრულებელია და ამჟამად მეუღლესთან - ჯესიკა ბილთან ერთად, სოჰოში ცხოვრობს.
წყვილი ახალ სახლში, რომლის ღირებულებაც თითქმის რვა მილიონი დოლარია, გასულ წელს გადავიდა.
როგორც ფოტოებიდან ჩანს, ინტერიერში ძირითადად ნათელი ფერები ჭარბობს.
ნათელ გარემოს, კონტრასტული - მუქი ფერის ავეჯი განსაკუთრებულ იერს ჰმატებს.
რაც შეეხება ხედებს, ფანჯრებიდან მანჰეტენის მჩქეფარე ცხოვრების ხედები იშლება.
სახლს მცირე ზომის აივანიც აქვს.