სინდი კროუფორდი ამერიკელი სუპერმოდელი, MTV-ის წამყვანი და მსახიობი, რომელსაც თანამედროვე მოდის სამყაროს ქალღმერთად აღიარებენ. მოდელი გლამურული ცხოვრების წესით ცხოვრობს, თუმცა გარემო, რომელიც მისთვის სახლთან ასოცირდება გაცილებით უფრო მყუდრო და შინაურულია. კროუფორდის საყვარელი კოტეჯი კანადაში მდებარეობს და სუპერმოდელი ხშირად აზიარებს ფოტოებს, რომლებზეც ზღაპრული გარემოა ასახული.
სინდიმ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ აქ პირველად 15 წლის წინ, მეგობრებთან ერთად მოხვდა და მას შემდეგ ადგილი მის საყვარელ მიმართულებად იქცა, 7 წლის შემდეგ კი არაჩვეულებრივი კოტეჯიც იყიდა.
როგორც ფოტოებიდან ჩანს, ინტერიერში ძირითადად ხის ელემენტები ჭარბობს, რაც გარემოს უფრო მეტ სიმყუდროვეს სძენს.
დატვირთული გრაფიკის მიუხედავად სინდი შვილებთან ერთად კოტეჯში ბევრ დროს ატარებს და კადრებსაც გვიზიარებს.
სუპერმოდელი დიასახლისის როლსაც აქტიურად ირგებს.
ადგილი სუპერმოდელის მეუღლის - რენდი გერბერის საყვარელი ადგილიც გახლავთ.
კოტეჯი ტბის ნაპირზე მდებარეობს, რაც ოჯახს გართობის კიდევ უფრო მეტ საშუალებას აძლევს.