ცნობილი ვარსკვლავები გარდა იმისა, რომ წარმატებულად ფიგურირებენ კარიერულ სფეროში, როგორც აღმოჩნდა, ძალიან ხშირად დიზაინერის როლსაც ირგებენ და ცდილობენ საკუთარი სახლის ინტერიერი და ავეჯი საკუთარ გემოვნებას შეუსაბამონ. გადავხედოთ ვინ არიან ის ვარსკვლავები, რომელთა დახვეწილი გემოვნება სახლის დეკორაციებზეც ვრცელდება.
ბლეიკ ლაივლი
როგორც მისი ინსტაგრამიდან ირკვევა, ბლეიკი მეგობრების სახლების დიზაინს სრულიად უსასყიდლოდ ქმნის.
კანიე უესტი
მომღერალს სამოსის საკუთარი ბრენდი რომ აქვს უკვე ყველასთვისაა ცნობილი, თუმცა მან ცოტა ხნის წინ, დიზაინერ აქსელ ვერვურდტანაც ითანამშრომლა და ოფისისთვის ავეჯი საკუთარი გემოვნებით შექმნა.
ევა ლონგორია
მსახიობმა და პროდიუსერმა 2015 წელს საკუთარი სახლის დეკორის ხაზიც გამოუშვა.
კორტნი კარდაშიანი
კორტნის ახლო წრეში კარგად იცნობენ როგორც ავეჯის დიდ მოყვარულს და კოლექციონერს, მას ძვირფასი სკამების კოლექცია აქვს რომლებიც დიზაინერ მარტინ ლოურენსის მიერაა შექმნილი, სწორედ მასთან ერთად თანამშრომლობით შექმნა რეალითი შოუს ვარსკვლავმა მისაღები ოთახის დიზაინი.
ბრედ პიტი
ბრედ პიტმა ფრენკ პოლაროს კომპანიასთან მას მერე ითანამშრომლა, რაც დიზაინერმა მისი ავეჯის ჩანახატები ნახა, ახლა კი მათი უმეტესობის შეძენა ბრენდის მყიდველებს უკვე შეუძლიათ.
სოფია ვერგარა
კოლუმბიელმა მსახიობმა 2013 წელს დაიწყო ავეჯის დიზაინის შექმნა.
სინდი კროუფორდი
ამერიკელი სუპერმოდელი ავეჯის ბიზნესში 2015 წლიდანაა და საკუთარი წესებიც გამოაქვეყნა სახლის ინტერიერთან დაკავშირებით.
ჯესიკა სიმპსონი
ცნობილმა მომღერალმა და მსახიობმა 2014 წლიდან დიზაინერობაც მოირგო და სახლის ულამაზეს ნივთებს ქმნის.