ფრენსის კობეინი ყველასთვის ნაცნობი როკშემსრულებლისა და ჯგუფ Nirvana-ს გარდაცვლილი სოლისტის - კურტ კობეინის ქალიშვილია, 25 წლის გოგონა ვიზუალური ხელოვნებით არის გატაცებული და პარალელურად მოდელის სტატუსსაც აქტიურად ირგებს. ფრენსისი 2.925 მილიონ დოლარად შეფასებული საცხოვრებელში ცხოვრობს, რომელიც ლოს-ანჯელესში მდებარეობს.
სახლი, რომელიც 1930 წელს არის დაპროექტებული, 3.5 სააბაზანოსა და 4 საძინებელს აერთიანებს.
როგორც სურათებიდან ჩანს, ინტერიერი ძირითადად ღია, სადა ფერებშია გადაწყვეტილი.
თუმცა განსხვავებული გადაწყვეტა შეინიშნება სამუშაო ოთახის დიზაინში.
მისაღებ ოთახს კი ხის ჭერი სძენს მეტ სიმყუდროვეს.
სახლს უკან მცირე ეზოც აქვს, სადაც გოგონას შეუძლია მეგობრებთან ერთად, სუფთა ჰაერზე განმარტოვდეს.