მუჰამედ ჰადიდმა უამრავი სახლი დააპროექტა მდიდარი კლიენტებისთვის, მაგრამ საცხოვრებელი, რომელიც საკუთარი ოჯახისთვის ააშენა ყველაზე თვალისმომჭრელად გამოიყურება. გადავხედოთ როგორია სახლი, სადაც უკვე მთელს მსოფლიოში ცნობილი მოდელები - ჯიჯი და ბელა ჰადიდები გაიზარდნენ.
სახლი, რომელიც დღეს 85 მ
ილიონ დოლარადაა შეფასებული ბევერლი ჰილზში მდებარეობს და აქ მისული სტუმარი პირველ რიგში პარიზულ სტილში შექმნილ მისაღებ ოთახში აღმოჩნდება.
პირველი სართული ძირითადად ხის ელემენტებითაა დატვირთული.
მეორე სართულზე 6 საძინებელია განთავსებული, მათ შორის არის ბელას საძინებელიც, აღსანიშნავია, რომ მუჰამედი და გოგონების დედა - იოლანდა გაშორებულები არიან, თუმცა შვილები მამის სახლს ხშირად სტუმრობენ.
სახლში ძირითადად ძველებური სტილის ავეჯია.
ჰადიდის ფავორიტი კი მაროკოული ოთახია, სანთლებითა და ბალიშებით გაფორმებული მყუდრო გარემოთი.
იმავე ოთახში მდიდრული თურქული აბანოც არის განთავსებული.
უკანა ეზოში კი, საცურაო აუზი ბევერლი ჰილზის ულამაზეს ხედებს გადაჰყურებს.