ამერიკელი მოდელი და მსახიობი - ემილი რატაკოვსკი, რომელიც ლონდონში დაიბადა, თუმცა ცხოვრების დანარჩენი ნაწილი კალიფორნიაში გაატარა, ამჟამად საკმაოდ ცნობილი ფიგურაა მსოფლიო შოუბიზნესში. მისი პირველი კარიერული ნაბიჯი მსოფლიო ასპარეზზე კი რობინ ტიკის სიმღერაში Blurred Lines-ში გამოჩენა აღმოჩნდა, დღეს მოდელი უკვე წარმატებულ ფინანსურ მდგომარეობაშია და მის უძრავ ქონებას ახლა კიდევ ერთი ძვირადღირებული საცხოვრებელი შეემატა.
26 წლის მოდელმა 2 მილიონ დოლარად შეფასებული საცხოვრებელი შეიძინა, რომელიც ლოს-ანჯელესში მდებარეობს.
სახლი სამ საძინებელსა და სამ სააბაზანო ოთახს მოიცავს.
საცხოვრებელი 1946 წლის პროექტითაა აშენებული, თუმცა მას შემდეგ რამდენჯერმე მოხდა მისი მოდერნიზება.
სახლს გადახურული აივანი აქვს, რომელიც ეზოს გადაჰყურებს.
ეზოში კი, ახალ მფლობელს მცირე საცურაო აუზითაც შეეძლება თავის განებივრება.