პოპულარული ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი - ტეილორ სვიფტი, 2016 წლის მონაცემებით ფორბსის მსოფლიოს ას უმდიდრეს ადამიანს შორის ერთ-ერთია და მისი ქონება 170 მილიონ დოლარს აღემატება, თუმცა ასეთივე შთამბეჭდავია ის სახლები და მათი ღირებულება, რომელიც მის მფლობელობაშია.
ამჟამად მომღერალი ნეშვილში იმყოფება, რომელსაც მშობლიურსაც უწოდებს, რადგან 10 წლის ასაკიდან სწორედ ამ შტატის მცხოვრებია.
სვიფტის აქაური სახლი ორსართულიანი და მომღერალმა ის 2009 წელს, 2 მილიონ დოლარად შეიძინა.
საცხოვრებელი 4 საძინებელსა და ოთხ-ნახევარ სააბაზანოს აერთიანებს, ეზოში კი ულამაზესი საცურაო აუზია განთავსებული.
ნეშვილის სახლის შეძენიდან ორი წლის შემდეგ ტეილორმა ბევერლი ჰილზშიც შეიძინა სახლი, რომელიც 4 მილიონი დოლარი დაუჯდა.
აღნიშნული სახლი ტეილორმა 2018 წლის აპრილში 4 მილიონ დოლარად გაყიდა და მომავალ მფლობელს მხოლოდ მის დათვალიერებაში 1500 დოლარის გადახდა მოუწია.
2013 წელს ტეილორმა როუდ აილენდზე 17.75 მილიონ დოლარად შეფასებული სახლი შეიძინა და ანგარიშსწორება ხელზე გადახდილი ფულით შედგა. აღნიშნული სახლი, სხვა ყველაფერთან ერთად, 8 საძინებელს, რვა ბუხარსა და საცურაო აუზს აერთიანებს.
ტეილორს ნიუ-იორკშიც აქვს საცხოვრებელი ნაქირავები, რომელშიც ყოველთვიურად 40 000 დოლარს იხდის. საცხოვრებელი დახურულ აუზთან ერთად, 5 საძინებელსა და 2 მისაღებ ოთახს აერთიანებს.
2014 წელს ტეილორმა 20 მილიონი დოლარი მანჰეტენზე არსებულ პენტჰაუზში გადაიხადა, რომელიც იქამდე ცნობილი რეჟისორის - პიტერ ჯეკსონის მფლობელობაში იყო.
საცხოვრებელი ხის ელემენტებზე განსაკუთრებული აქცენტით გამოირჩევა.