ცნობილი გახდა, რომ ქენდალ ჯენერი და მისი მეგობარი ბიჭი - ბენ საიმონსი, მიუხედავად ბოლო დროს ანვარ ჰადიდთან დაკავშირებული ჭორებისა, კვლავ ერთად არიან და მეტიც, წყვილმა ლოს-ანჯელესში სახლიც იქირავა, რომელიც თანამედროვე, დახვეწილი დიზაინითა და თვალისმომჭრელი ქალაქის ხედებით გამოირჩევა.
სახლის ღირებულება ყოველთვიურად 19000 ფუნტი სტერლინგის ეკვივალენტია.
საცხოვრებელს ხუთი მდიდრული საძინებელი აქვს და თითოეული მათგანი აღჭურვილია სააბაზანო ოთახით.
როგორც ფოტოებიდან ჩანს, საცხოვრებელი ულამაზესი დეკორაციებითაც გამოირჩევა.
სამზარეულო კი, კომფორტული მოწყობით სტუმრების გასამასპინძლებლადაც არაჩვეულებრივი ადგილია.
სახლი ორსართულიანია და მასში ძირითადად ღია ფერის ელემენტები ჭარბობს.
სახლს, რა თქმა უნდა, მცირე ზომის აუზიც აქვს.
ლაუნჯი კი, მწვანე ხედით გაანებრივრებს წყვილსა და მათ მეგობრებს.
სახლს ტერასაც აქვს, რომლიდანაც ქალაქის ხედებით ტკბობაა შესაძლებელი.
ჯერჯერობით წყვილი ინფორმაციას არ ადასტურებს, მაგრამ გულშემატკივრები თვლიან, რომ ისინი უკვე ერთად ცხოვრობენ, რადგან საკმაოდ ხშირად შენიშნეს სახლის დატოვებისას.