მეგან მარკლი, მას შემდეგ, რაც 2011 წელს ტელესერიალ Suit-ში როლზე დაამტკიცეს, საცხოვრებლად ტორონტოში გადავიდა.მეგან მარკლს სამეფო ოჯახის პროტოკოლიდან გამომდინარე ინსტაგრამი აღარ აქვს, თუმცა უწინ, ხშირად აზიარებდა ფოტოებს, რომლებზეც კანადური ცხოვრების მომენტებს აფიქსირებდა, 1.6 მილიონ გამომწერს კი, რა თქმა უნდა, არ გამორჩენია ის დეტალები, რომლებიც მის სახლს თვითმყოფად იერს ჰმატებდა.
ჰერცოგინია ამჟამად ბუკინგემის სასახლეში ცხოვრობს, თუმცა მისი ყოფილი სახლიც საკმაოდ მიმზიდველად და მყუდროდ გამოიყურება.
სახლი სასადილო ოთახს, მისაღებსა და სამზარეულოსთან ერთად, სამ სააბაზანოსა და ორ საძინებელ ოთახს აერთიანებს.
აღნიშნულ სახლში მეგანი საკუთარ ძაღლებთან - გაისა და ბოგარტთან ერთად ცხოვრობდა, ყოფილი მსახიობის საყვარელი ძაღლები ხშირად ხვდებოდნენ მის ობიექტივშიც.
მეგანი ვინტაჟური დეტალების მოყვარულია, რაც მის მიერ ატვირთული ფოტოებიდან კარგად ჩანს:
სახლს უკანა ეზოც აქვს, სადაც მსახიობს სასიამოვნო საღამოების გატარება მეგობრების გარემოცვაში შეეძლებოდა.