გერმანელი დიზაინერი და ფოტოგრაფი - კარლ ლაგერფილდი, რომელიც თანამედროვე მოდის სამყაროს ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია, მისი ქონება საკმაოდ ძვირადღირებულ უძრავ თუ მოძრავ ქონებას აერთიანებს, ერთ-ერთია ვილა გერმანიაში, რომელშიც დიზაინერი 1991-1998 წლებში ცხოვრობდა და რომელიც ამჟამად ახალ მფლობელს ელოდება.
სახლის ღირებულება 15 მილიონ დოლარს აღწევს და არცაა გასაკვირი, რომ ლაგერფილდივით ესთეტიკის მოტრფიალის საცხოვრებელი სწორედ ასეთი დახვეწილი ინტერიერითა და ეზოთი გამოირჩევა.
ვილა 1920-იან წლებში ცნობილმა არქიტექტორმა - ჰერმან უაიტემა დააპროექტა, საცხოვრებელი აერთიანებს ბიბლიოთეკასა თუ ოქროსფერი ფოთლებით მოპირკეთებულ საძინებლებსა და სააბაზანო ოთახებს.
ვილა მთლიანად მწვანეშია ჩაფლული და განტვირთვის არაჩვეულებრივ საშუალებას იძლევა.