გუშინ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორთი დაქორწინდნენ, წყვილმა ცერემონია არ გაასაჯაროვა, თუმცა ცნობილი გახდა, რომ მათ ურთიერთობა ახლო მეგობრების გარემოცვაში, სწორედ საკუთარ სახლში დაადასტურეს ოფიციალურად. აღნიშნული სახლი მალიბუში მდებარეობს, თვალი გადავავლოთ როგორია ახალგაზრდა ჰოლივუდური წყვილის ცხოვრება 2.5 მილიონ დოლარად შეფასებულ საცხოვრებელში.
ორსართულიანი სახლი 1958 წელს არის აგებული და მაშ შემდეგ, ის მრავალჯერ განაახლეს. ამჟამად კი ასე გამოყურება:
სურათებიდან კარგად ჩანს, რომ სახლი ულამაზეს ბუნებაშია ჩაფლული და გადახურული აივნიდან თუ ფანჯრებიდან არაჩვეულებრივი მწვანე ხედები იშლება.
ინტერიერი კი თანამედროვე ელემენტებით გამოირჩევა.
სახლს საკმაოდ დიდი ფართობის ეზოც აქვს, რის გამოც წყვილის ქორწილის ცერემონია მეზობლებისთვისაც კი შეუმჩნეველი აღმოჩნდა.