ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პოპულარული მომღერალი - არიანა გრანდე კომიკოს პიტ დევიდსონი დაინიშნენ, წყვილ ორი დღის უკან ნიუ-იორკშიც გამოჩნდა და პაპარაცებს არ გამორჩენიათ არიანას ნიშნობის ბეჭედი, რომელმაც დაადასტურა ინფორმაცია მათი ნიშნობის შესახებ. თუმცა ეს ყველაფერი როდია, წყვილმა უკვე გადაწყვიტა, რომ საცხოვრებლად ნიუ-იორკში განთავსებულ სახლში გადავლენ, რომელიც 16 მილიონ დოლარადაა შეფასებული.
სახლში წყვილს 5 საძინებელი და ოთხ-ნახევარ სააბაზანო დახვდება, რომელთა დიზაინშიც თანამედროვე სტილი და პასტელის ფერები ჭარბობს.
აპარტამენტს, რა თქმა უნდა, აქვს გადახურული აუზი და საკუთარი IMax კინოთეატრიც.
როგორც ფოტოებიდან ჩანს, საცხოვრებლის კედლები უმეტესად გამჭვირვალე მინისაა და თითოეული ოთახიდან ნიუ-იორკის ხედები იშლება.
რაც შეეხება მისაღემ ოთახს, ის სასადილო ოთახთან ერთ ნათელ სივრცეშია გაერთიანებული.
წყვილს ასევე შეეძლება აივანი საკუთარი სურვილისამებრ მოაწყოს.