შაკირას მაიამის სანაპიროზე 12 მილიონი დოლარი ღირებულების სახლი აქვს, რომელიც 6 საძინებელს, სასტუმრო ოთახს, საშინაო კინოთეატრს, საბილიარდოს და აუზს მოიცავს.
ინტერიერი მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი. ხორცისფერი ტონალობები გარემოს ვიზუალურად ზრდის და სინათლით ავსებს. პანორამული ფანჯრებიდან საოცარი ხედები იშლება. მედიის ინფორმაციით, ვარსკვლავური წყვილი სახლის გაყიდვას აპირებს.
მომღერალი ჟერარ პიკესთან ერთად ორ ვაჟიშვილს, მილანსა და საშას ზრდის.