დევიდ და ვიქტორია ბექჰემები განსაკუთრებული სტილითა თუ გემოვნებით გამოირჩევიან და ეს ყველაფერი მათი ცხოვრების თითოეულ დეტალში ჩანს. ამჟამად წყვილი ლონდონის დასავლეთ ნაწილს Holland Park-ში, შვილებთან ერთად ცხოვრობს, რომელშიც ისინი 2016 წელს გადავიდნენ და მასში 8 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადეს.
ვიქტორია ბექემმა სახლის შესასვლელის ფოტო გასულ წელს გააზიარა, როდესაც დევიდი მას ჰელოუინისთვის რთავდა,“დევიდი საოცარი მამაა“ -დაურთო ფოტოს ვიქტორიამ.
როდესაც ვიქტორიამ საკუთარი ფოტო გააზიარა ინსტაგრამის გამომწერების ყურადღება სახლის ჰოლმა მიიქცია, რომელიც თეთრისა და შავის მონოქრომული გაფორმებით გამოირჩევა და ულამაზესი კედლის განათებაც აქვს.
რაც შეეხება მისაღებ ოთახს, ის კრემისფერ ტონალობაშია გადაწყვეტილი და საკმაოდ ფართე ფანჯრები ამშვენებს, ჭერი კი ლამაზი ორნამენტებით არის დაფარული.
ოთახში ბუხარიც არის, რომლის ირგვლივაც კედელი ყვავილებით არის მოხატული.
წყვილმა ჰარპერისა და უფროსი ძმის -კრუზის საკმაოდ თბილი ფოტოც გააზიარა ბუხრის ფონზე.
წყვილის სამზარეულო ხშირად ხვდება ვიქტორიას ობიექტვიში, როგორც ჩანს დევიდს სხვა ყველაფერთან ერთად, კულინარიის საკმაოდ კარგი ნიჭიც აქვს.
სახლის სასადილო ოთახის იატაკიც, სამზარეულოს მსგავსად, ხისაა. ოთახის შუაგულში ხის მაგიდა დგას და ოჯახური ვახშმები სწორედ ამ გარემოში იმართება.
ვიქტორიას და დევიდის სახლში ისეთი ნივთების ნახვაა შესაძლებელი, რომელსაც ნებისმიერ შვილიანი ოჯახში შევხვდებით, ასეთია თუნდაც ჰარპერის სათამაშოები, სპეციალურად მათთვის განკუთვნილ კუთხეში.
ეზოში ბექჰემებს თავისუფალი სივრცე აქვთ ბავშვებისათვის, როგორც ფოტოდან ჩანს, ჰარპერი ეზოს ცარცითაც ალამაზებს და გასაბერ აუზშიც ნებივრობს.
ეზო მწვანეშია ჩაფლული და მაღალ ხეებზე ლამაზი განათებაც არის დამონტაჟებული.