პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა 19 მაისს იქორწინეს და როგორც უკვე ცნობილია, წყვილი ამჟამად ნოტინგემის კოტეჯში ცხოვრობს, რომელიც კენსინგტონის სასახლესთან მდებარეობს და სულ რამდენიმე ნაბიჯითაა დაშორებული გაცილებით უფრო დიდი რეზიდენციიდან, სადაც პრინი უილიამი და ქეით მიდლტონი ცხოვრობენ შვილებთან ერთად.
ნოტინგემის კოტეჯი მხოლოდ ორ საძინებელს, სააბაზანოს, ორ მისაღებ ოთახს, სამზარეულოსა და სასადილო ოთახს აერთიანებს.
ჯერჯერობით უცნობია ვისი დიზაინით მოაწყო წყვილმა საცხოვრებელი, თუმცა წინა წლებში კოტეჯის ინტერიერი ასე გამოიყურებოდა:
აღსანიშნავია რომ ამ კოტეჯში თავდაპირველად ქეით მილდტონი და პრინცი უილიამიც ცხოვრობდნენ, თუმცა ოჯახში ახალი წევრების მატებასთან ერთად მათ გადაწყვიტეს დაეტოვებინათ ის. მით უმეტეს, როგორც ცნობილია კოტეჯის ჭერი საკმაოდ დაბალ სიმაღლეზეა და პრინც უილიამს თავის დახრაც კი სჭირდებოდა ხოლმე ოთახებში შესვლისას.
კოტეჯს მცირე უკანა ეზოც აქვს.
როგორც ხედავთ, სახლი საკმაოდ პატარაა და სავარაუდოდ მომავალში პრინცი ჰარიც ძმის მსგავსად გაცილებით დიდ აპარტამენტში გადავა, ამჟამად არის საუბარი იმაზე, რომ წყვილი მალე საცხოვრებლად კენსინგტონის სასახლის Apartment 1-ში გადავლენ, რომელიც 21 ოთახს მოიცავს. აპარტამენტი ქეითისა და უილიამის საცხოვრებლის მეზობლად მდებარეობს.