26 წლის მოდელმა ემილი რატაკოვსკიმ და მისმა ქმარმა, 31 წლის პროდიუსერმა სებასტიან ბირ-მაკკლარდმა ლოს-ანჯელესში 2 მილიონი დოლარი ღირებულების სახლი იყიდეს, რომელიც 1946 წელსაა აშენებული. მას შემდეგ, სახლს რესტავრაცია ბოჰემურ სტილში გაუკეთდა.
ახალდაქორწინებულებს 3 საძინებელი და 3 სააბაზანო აქვთ. ცოლ-ქმრის განკარგულებაშია ნატურალური ხისგან დამზადებული სამზარეულო, მისაღები ოთახი ბუხრით, ტერასა, რომლიდანაც ხედი ბაღზე გადის. პანორამული ფანჯრები სახლს სინათლით და ჰაერით ავსებს, ვინტჟური ავეჯი კი მყუდრო ატმოსფეროს ქმნის.
4 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ემილი ჯეფ მეჯიდს დაშორდა და ორი თვიანი რომანის შემდეგ სებასტიანზე დაქორწინდა.