პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ამჟამად კენსინგტონის სასახლის ნოტინგემ-კოტეჯში ცხოვრეობენ, მაგრამ როგორც ცნობილი ხდება, ქორწინების შემდეგ ისინი საცხოვრებლის განახლებას აპირებენ.
ისინი ,,აპარტამენტ N1”-ში გადადიან, რომელიც სასახლის მიწაზე მდებარეობს და სადაც არც მეტი არც ნაკლები, 21 საძინებელია.
თავბრუდამხვევ სახლში ერთ დროს გლუსესტერის ჰერცოგი და ჰერცოგინია ცხოვრობდნენ, მაგრამ შარშან გადავიდნენ,სავარაუდოდ მიზეზად ახალდაქორწინებულებისთვის საცხოვრებლის დათმობა იქცა.
რენოვაცია 2017 წლის ნოემბერში დაიწყო. იმავე დროს, როცა ჰარიმ და მეგანმა ნიშნობა ოფიციალურად გაასაჯაროეს.
პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის შემთხვევაშიც, ისინი ჯერ ნოტინგემ-კოტეჯში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი კენსინგტონის სასახლის ტერიტორიაზე მდებარე ,,აპარტამენტ 1A”-ში გადავიდნენ, რომელსაც 20 საძინებელი აქვს. გასაკვირი არც არის, რომ ასეთივე გრანდიოზული საცხოვრებელი ერგო ჰარისაც.
ჰარი ნოტინგემ-კოტეჯში უკვე 4 წელია ცხოვრობს, მისი საცოლე კი იქ ოფიციალურად ნოემბერში, ნიშნობის ოფიციალურად გამოცხადებამდე, ცოტა ხნით ადრე გადავიდა.
ახალი საცხოვრებელი მათთვის სასიამოვნო სიახლე იქნება, რადგან იქ, სადაც ახლა არიან, 2 საძინებელი, პატარა მისაღები ოთახი, მცირე ზომის სასადილო და 2 აბაზანაა.
სამეფო ექსპერტი ამბობს: ,,ნოტინგემ-კოტეჯი საკმაოდ პატარაა, მაგრამ სასახლის მიწაზე ყოფნა ძალიან უსაფრთხო არჩევანია“.
ჰარი და მეგანი იორკ-კოტეჯის ნაწილსაც მიიღებენ, ეს მიი უდიდებულესობისგან საქორწინო საჩუქარი იქნება.
ფაქტია ერთია, მეგანი და ჰარი სასახლის ტერიტორიაზე რჩებიან.