სახლი, რომელიც წყვილმა 2 წლის წინ შეიძინა და რენოვაცია ჩაუტარა, Park Slope-ში, ჩრდილო-ბრუკლინში (ნიუ-იორკი) მდებარეობს. ემილი და ჯონი საცხოვრებელს დაემშვიდობნენ და ის 6,526 მილიონ დოლარად გაყიდეს.
წყვილმა სარგებელიც ნახა, რადგან თავად სახლი 6 მილიონად შეიძინეს.
კრასინსკი ამბობს, რომ მისი გაყიდვა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ მთელი ოჯახი ნიუ-იორკში ყოფნას თავიანთი გრაფიკიდან გამომდინარე სულ უფრო იშვიათად ახერხებს და ძირითადად ლოს ანჯელესში იმყოფებიან.
,,სახლი მართლაც განსაკუთრებულია, ვფიქრობ ის მათთვისაა, ვინც იქ საღამოების გატარებას შეძლებს და დატკბება“- ამბობს კრასინსკი.
ბლანტისა და კრასინსკის საცხოვრებელში 7 საძინებელი და 4 სააბაზანოა.
აქ ასევე უზარმაზარი უკანა ეზო, სამრეცხაო და სტუმრის დასარჩენია.