მერლინ მონრო და 21-ე საუკუნის ცნობილი ამერიკელი ესეისტი - არტურ მილერი, 1956 წლის 25 ივნისს დაქორწნდნენ. მომდევნო წელს წყვილმა ისთ ჰამპტონში სახლი დაიქირავა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, მსოფლოს სექსსიმბოლოდ აღიარებული ქალბატონის სახლი თავისი უბრალოებითა და წყნარი გარემოთი, ნამდვილად განსხვავდებოდა მსახიობის გლამურული ცხოვრების წესისგან და მასზე ქარის მუშა წისქვილიც კია განთავსებული.
სახლი სამსართულიანია და მის როგორც გარე, ისე შიდა ინტერიერში ხის სადა დიზაინ ჭარბობს.
სამწუხაროდ წყვლის ბედნიერებას ბევრმა ისეთმა ფაქტორმა შეუშალა ხელი, როგორიც არტურის პოლიტიკური მსოფლმხედველობა, კომუნისტური პარტიისადმი დადებითი განწყობა თუ მერლინის დეპრესიაა, რომელსაც ნარკოტიკის მოხმარებაც დაერთო თან. შედეგად, წყვილი 1961 წელს ერთმანეთს დაშორდა.
სახლს მას შემდეგ ბევრი მაცხოვრებელი ჰყოლია, მათ შორის არიან ამერიკელი რომანისტი - კურტ ვონეგუტი და ტერენს სტამპი. საცხოვრებელი ამჟამადაც, სულ რაღაც 55 000 $-ად იყიდება და მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.