43 წლის ლეონარდო დიკაპრიომ ლოს-ანჯელესში 4.9 მილიონი $ ღირებულების სახლი იყიდა. მანამდე ის მუსიკოს მობის ეკუთვნოდა.
ინგლისურ სტილში მოწყობილი სახლი 1926 წელსაა აშენებული და რესტავრაცია ბევრჯერ ჩაუტარდა. 5 საძინებელი, 8 სააბაზანო, ბიბლიოთეკა, იოგის ოთახი, ბაღი და აუზი - ასეთია ჰოლივუდის ვარსკვლავის ახალი თავშესაფარი.
ინტერიერი მინიმალისტურ სტილშია გაფორმებული: მაღალი ჭერი და ფერადი გამა სახლს კომფორტულ იერს სძენს. რაღა თქმა უნდა, აქ მდიდრული ატმოსფეროც იგრძნობა: სახლში როიალი, ძვირადღირებული ნახატები და ხალიჩები, რამდენიმე ბუხარი და დიზაინერების ნატურალური ხისგან დამზადებული ავეჯია.
ამჟამად, ლეო 20 წლის მოდელს კამილა მორონეს ხვდება, თუმცა სახლში მარტო ცხოვრობს.