ბრილიანტის სარკე, ორიგამის ყვავილები და ტროპიკული ლარნაკი - Louis Vuitton ყველასთვის საოცნებო სახლის ნივთებს ქმნის. მილანის დიზაინის კვირეულზე მოდის სახლები დეკორის ნივთებს უკვე ტრადიციულ რეჟიმში წარმოადგენენ. ლუი ვიტონის კოლექცია Les Petits Nomades დახვეწილი ლარნაკებითა და სარკეებითაა დაკომპლექტებული. ყველა ეს ნივთი საკმაოდ კომპაქტურია და ინტერიერს საოცრად უხდება.
დიზაინერებმა უმბერტო და ფერნანდო კამპანამ ლარნაკების კოლექცია შექმნეს, Atelier Oï-მ ორიგამით შთაგონებული ნივთები, პატრისია ურკიოლამ გეომეტრიული ფორმის კალათა, ხოლო მარსელ ვანდერსმა ბრილიანტის მსგავსი სარკე.
ასევე, წარმოდგენილი იყო უცნაური დივანი და ორმაგი სავარძელი, რომელიც ერთმანეთს უსასრულობის ნიშნით უერთდება.