,,სასოწარკვეთილი დიასახლისების“ ვარსკვლავი საკუთარ სახლს 3,7 მილიონად ყიდის.
ევას ოჯახს მალე მატება ექნება, ის ფეხმძიმობის ბოლო თვეებშია და ივნისში შვილს გააჩენს და როგორც ჩანს, ამან გავლენა იქონია.
აღნიშნული საცხოვრებელი ევამ 2006 წელს 3,6 მილიონად შეიძინა და აქ 6 საძინებელი და 9 სააბაზანოა.
მასტერ საძინებელს ბუხარიც აქვს, სტუმრებისთვის განკუთვნილ საძინებლებს კი პრივატული აბაზანები აქვს.
პირველ სართულზე ვრცელი მისაღებია, 2 ბუხრით და უზარმაზარი ვერანდით.
სახლს საკუთარი კინოთეატრი, ღვინის სარდაფი, ოფისი და სავარჯიშო დარბაზი აქვს.